იატაკის გათბობა


იატაკქვეშა გათბობის არხული სისტემა
კედლის გათბობა-გაგრილება


ჭერის გათბობა-გაგრილება
ModuleCelling ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნვეყლოფს ჭერის გათბობა-გაგრილებას და გეხმარებათ შეინარჩუნოთ სასურველი კლიმატი ნებისმიერ სეზონზე.
შესაძლებელია გამოიყენოთ გათბობა-გაგრილების დამატებით წყაროდ. იგი სტანდარტული კონდიცირების სისტემების ჯანსაღ ალტერნატივაა. შესაძლებელია მისი რეკონსტრუქცია ოფისებში, შეხვედრების ოთახებში, სასტუმროებში, რესტორნებში, სახლებში და ბინებში. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ჰაერის ნაკადები თანაბრად გამოიყოფა სივრცეში ყოველგვარი ორპირი ეფექტის გარეშე. ჭერის მოდულურ პანელებს აქვთ ხმის შთამთქმელი აკუსტიკური ფუნქცია და ერგება ნებისმიერი დიზაინის ჭერს. რაც მთავარია, ჭერის მოდულური სისტემა პრაქტიკულია ყველა სეზონზე.
ერთი სისტემა, ოთხი ფუნქცია: გაგრილება + გათბობა + ხმაურის შემცირება + სრული ჭერი
თბური ტუმბო
თბური ტუმბო არის სამაცივრო ციკლით მომუშავე მოწყობილობა, რომელიც ახდენს გარემოში (გრუნტში, ჰაერში, წყალსატევებში და ა.შ.) არსებული დაბალი პოტენციალის სითბური ენერგიის გარდაქმნას მაღალი პოტენციალის ენერგიად, რომლის გადატუმბვის შედეგად მიიღება თბილი ჰაერი, ასევე, ან გრილი ჰაერი და ცხელი წყალი; შესაბამისად, თბური ტუმბო გამოიყენება შენობის გასათბობად ან/და გასაგრილებლად და ცხელი წყლის მისაღებად.
