ვინ ვართ
ErgonomHome არის სამშენებლო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო მომსახურების ფართო სპექტრს..
ჩვენ სპეციალიზირებული ვართ სხვადასხვა სირთულის სამშენებლო პროექტებზე როგორც კერძო საცხოვრებელ, ისე კომერციულ ფართებზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი პროფესიონალებისგან, რომელთაც ამ სფეროში უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის ქვეყნებში – კვიპროსი, საბერძნეთი და სხვა.
კომპანია ორიენტირებულია დანერგოს თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიები სამშენებლო სფეროში, რომელიც უფრო ხელმისაწვდმომს, უსაფრთხოს, საიმედოსა და კომფორტულს გახდის ადამიენბის ცხოვრებას. ამასთან ვიცავთ მდგრადი ეკონომიკის საერთაშორისო მიდგომებს და ვიყენებთ ისეთ ტექნოლოგიებს, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ბინებაზე ზემოქმედებას, ამავე დროს ხელს უწყობს ადამიანების ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ჩვენი კომპანიის პოლიტიკა
ხელმისაწვდომობა ყველასთვის: საკუთარი საცხოვრებელი ფართის შეძენა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია ყველა ადამიანისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ოჯახი იმსახურებს ხარისხიან და კომფორტულ საცხოვრებელს. ჩვენი კომპანია ქმნის ყველასთვის ხელმისაწვდომ პროექტებს.
გამჭვირვალობა გადახდის პროცესში: ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ფასებს ფარული გადასახადებისა და მოულოდნელი ხარჯების გარეშე. ჩვენი მიზანია გამჭვირვალობა და მომხმარებლის ნდობა ყოველ ტრანზაქციაში.
მოქნილი გადახდის პირობები: ჩვენ გვესმის, რომ ქონების ყიდვა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ გადახდის მოქნილ პირობებს, რათა დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს თავიანთი ოცნების სახლის მიღწევაში. ჩვენი მიზანია გავხადოთ სახლის შეძენის პროცესი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული.
მშენებლობის მაღალი ხარისხი: მიუხედავად ხელმისაწვდომი ფასებისა, ჩვენ ეს არ აისახება ხარისხზე. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო მასალებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს ჩვენს პროექტებში გამძლეობისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად.
სასესხო პროგრამები: ვთანამშრომლობთ საბანკო სექტორთან, რათა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენა.